ჩვენ შესახებ
სასწავლებელი ევროპის გაერთიანების იდეის ავტორის რობერ შუმანის სახელს ატარებს. 2011 წლიდან ქართული, ფრანგული, გერმანული და ინგლისური სკოლების გაერთიანებით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პრაქტიკულად განხორციელდა რობერ შუმანის მიერ 1950 წელს დეკლარირებული განახლებული ევროპის გაერთიანების პრინციპი “მრავალსახეობისა და განსხვავებულობის ერთობა-სტაბილურობის გარანტი”.
თანამედროვე ინფრასტრუქტურა და კეთილმოწყობილი სივრცე ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც მოსწავლე თავს თავისუფლად, უსაფრთხოდ და მოტივირებულად გრძნობს.
სკოლის მისიაა:
✓ თავისი სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამებით, მართვის ხასიათით, ენობრივი მრავალფეროვნებით, საუკეთესო ქართული და ევროპული ტრადიციების საფუძველზე, ხელი შეუწყოს ქართული სკოლის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში დამკვიდრებას;
✓ ისეთი თავისუფალი და პასუხისმგებლიანი პიროვნებების ჩამოყალიბება, რომლებიც საკუთარი ცოდნით, გამოცდილებით, ქმედითუნარიანობითა და თავდაჯერებულობით, წარმატებით შეძლებენ როგორც ქართულ, ისე გლობალურ სამყაროში თვითდამკვიდრებას.

სკოლის ხედვაა შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია წარმატებული და ლიდერი მოზარდების ჩამოყალიბებაში. სკოლისათვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი, გამოწვევებით აღსავსე და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც შეძლებენ, დღევანდელი კონკურენტული გარემოს ფონზე, საკუთარი თავის პოვნასა და თვითდამკვიდრებას. მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამომჟღავნებისთვის, სკოლას ტექნოლოგიური განვითარების ტემპის აყოლა ეროვნულ პასუხისმგებლობად მიაჩნია. შესაბამისად, 2030 წლისთვის სკოლა სრულიად დანერგავს თანამედროვე, მრავალფეროვან და ტექნოლოგიების გავლით შემუშავებულ სწავლების მეთოდს. ასევე, სკოლა გლობალური მასშტაბით პარტნიორთა სპექტრს გააფართოვებს, რათა ხელი შეუწყოს ზემოხსენებული მოდელის განვითარებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
სკოლის ღირებულებები
პროფესიონალიზმი
ინოვაციური მიდგომები
გუნდური მუშაობის პრინციპები
მოქალაქეობრივი უფლებებისა
და ღირსების გრძნობის
დაცვა
და ღირსების გრძნობის
დაცვა
ურთიერთპატივისცემა
სამართლიანობა
პასუხისმგებლობა
თანასწორობა
თანამშრომლობა
ტოლერანტობა
დემოკრატიულობა