
მთავარი
რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი
პროგრამა სენტ-ეგზიუპერი პროგრამა მარი ბროსე პროგრამა "მოძღვარი" პროგრამა "ა-z"
ახალი ამბები
მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ! |
2016-09-09 |
მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ სასწავლო პროცესი დაიწყება მიმდინარე წლის 21 სექტემბერს
|
შემოქმედებითი საღამო |
2016-06-02 |

რობერ შუმანის სახლეობის ევროპული სასწავლებელი პროგრამა „მოძღვარი“ 3 ივნისს გიწვევთ შემოქმედებით საღამოზე.
„ჯადოსნური ღამე“ (მოსამზადებელი, I, II კლასი) დასაწყისი 1630
„ის დაბრუნდება როცა ერთმანეთს ისევ შევიყვარებთ, როცა შორს ზღვაში ისევ გამოჩნდება იმედი“. (III, IV, V კლასი) დასაწყისი 1930
მის: მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა“
კუსტბის გზა №1
|
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო პროექტი |
2016-06-01 |

რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი პროგრამა მოძღვარი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით წარმოადგინეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საქველმოქმედო პროექტი. პროექტი იყო ინკლუზიური და თავის თავში მოიცავდა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართულობას. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში განავითარდეს ტოლერანტობის, განსხვავებულობის მიღების და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. აქციის ფარგლებში მოეწყო შემდეგი ღონისძიებები:
• მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; • ადაპტირებული სახის მცირე სპექტაკლი „წელიწადის ოთხი დრო“; • პერფორმანსი თემაზე „ბუნება, ჩვენი ბუნება!“ • ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო სექტორის შემეცნებითი გაკვეთილი - „ბიომრავალფეროვნება“ პროექტი ეძღვნებოდა მე-200 საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 25 ბენეფიციალს, რომელთაც შემოსული თანხით შეძენილი საჩუქრები გადაეცათ.
|
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე |
2016-03-21 |

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს.
|
what? where? when? |
2016-03-16 |

ინგლისური ენის კათედრის (პედაგოგი ნ.ზარქუა) ინიციატივით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ კონკურსი ორ ეტაპად წარიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს VIII-IX-X კლასის მოსწავლეებმა. ფინალში ერთმანეთს 2 გუნდი დაუპირისპირდა. გამარჯვებული გუნდი დაძაბულ ბრძოლაში 1 ქულის უპირატესობით გამოვლინდა. მას ინტელექტუალური თამაშების სიმბოლო - „ბუ“ და ტკბილი საჩუქრები გადაეცა. წამყვანებმა - ქეთი ახვლედიანმა და იოანე ისაკაძემ- თამაშის მაღალ დონეზე ჩასატარებლად მონაწილეებს შესანიშნავი გარემო შეუქმნეს.
|
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე |
2016-02-24 |

24 თბერვალს, საქართველოში პირველად აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
|
ოლიმპიადა მათემატიკაში |
2016-02-20 |

20 თებერვალს II და III კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადის ტური.
|
შეხვედრა მწერალთან |
2016-02-15 |

მსოფლიო კითხვის დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამა "ანი–Zet"-მა საინტერსო სტუმარს უმასპინძლა. ჩვენი მოსწავლეები მწერალ ირაკლი ლომოურს შეხვდნენ.
|
პატარა მზარეულები |
2016-02-12 |

"ანი–Zet"-ის პირველი კლასი სპეციალურედ მათთვის შექმნილი ქუდებით "სმარტის" სამზარეულოში.
|
სტუმრად მუზეუმში |
2016-02-08 |
მეორეკლასელები სტუმრობდნენ ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმს, სადაც მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში– "ნიშხა–ნიშხა, ბარბალუკა". ბავშვებმა ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს ქართული მითოლოგიური პერსონაჟების შესახებ. ისინი ხალისით ჩაებნენ პრაქტიკულ მეცადინეობაშიც.
|
|
|
|
Copyright © 2011, Robert Schuman European School. All rights reserved. Developed by
DesignEx