თათბირი ინტერნეტით

2013-11-29

27 ნოემბერს, თბილისის მარი ბროსეს სკოლის, ოსლოს რენე კასენის, პრაღის და მოსკოვის ლიცეუმების დირექტორების სამუშაო თათბირი პირველად ჩატარდა ონლაინ რეჟიმში. კრებას უძღვოდა აკადემიის ინსპექტორი ბატონი ფილიპ ვოლფი. ამ ოთხი დაწესებულების ხელმღვანელები შეადგენენ კომისიას, რომელიც ვალდებულია მომავალი სასწავლო წლისათვის შეიმუშაოს მასწავლებელთა გადამზადების წლიური თემატური გეგმა. 22 სკოლიდან მიწოდებული 49 თემიდან შეირჩა 25. აღნიშნული დოკუმენტის შემდგომი დახვეწის შემდეგ იგი გაეგზავნება სკანდინავიისა და აღმოსავლეთ სკოლების ზონის ყველა დაწესებულებას. შემდეგ ეტაპზე კი მოხდება მისი საბოლოო განხილვა და დამტკიცება აპრილის თვეში, აღნიშნული სკოლების დირექტორების მორიგ შეხვედრაზე ბუდაპეშტში.

თემატური გეგმა მრავალფეროვანია და ძირითად იმ გამოწვევებს ეხმიანება, რომელთა პრიორიტეტები საფრანგეთის განათლების სამინისტრომ გამოყო. ესაა ფრანგული ენის წერითი და ზეპირი კომპონენტის მიმართ ინტერესის ზრდა, სკოლების ციფრულ ტექნოლოგიებზე აქტიური გადასვლა, სამოქალაქო ღირებულებების წინ წამოწევა სწავლების პროცესში, ინტერდისციპლინარული ინტერესები, ხელოვნების, მეცნიერებების სწავლების უახლესი მეთოდები და სხვა.

ასეთი კრება კი პირველად გაიმართა ინტერნეტით.

განათლების სამინისტრო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის ბიბლიოთეკის კატალოგი სენტ-ეგზიუპერის ბიბლიოთეკის კატალოგი
Copyright © 2011, Robert Schuman European School. All rights reserved. Developed by DesignEx