მისია

სასწავლებელი ატარებს გაერთიანებული ევროპის ერთ-ერთი დამფუძნებლის რობერ შუმანის სახელს, შესაბამისად, მან თავისი სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამებით, მართვის ხასიათით, ენობრივი მრავალფეროვნებით, საუკეთესო ქართული და ევროპული ტრადიციების საფუძველზე ხელი უნდა შეუწყოს ქართული სკოლის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში დამკვიდრებას. აქედან გამომდინარე, სასწავლებელი მიზნად ისახავს, მოამზადოს ქართველი ახალგაზრდები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისათვის.

სასწავლებელი უზრუნველჰყოფს

სწავლების მაღალ ხარისხს

ეროვნული თვითშეგნების და ევროპული იდენტურობის მოქალაქის აღზრდას

მოზარდის ინტელექტუალურ, სოციალურ და კულტურულ ჩამოყალიბებასა და მისი კრეატიული პოტენციალის გამოვლენა-განვითარებას

ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებისათვის კომფორტული გარემოს შექმნას

ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სტანდარტისა და სტანდარტზევით შემუშავებული ზოგად-საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი პროგრამების განხორციელებას.