
მთავარი
რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი
პროგრამა სენტ-ეგზიუპერი პროგრამა მარი ბროსე პროგრამა "მოძღვარი" პროგრამა "ა-z"
ახალი ამბები
წარმატებული |
2016-02-05 |
"ანი–Zet"-ის მე–11 კლასის მოსწავლე, ანა–მარია გორბატკოვა თანმშრომლობს გაზეთ "Kaukasische Post"-თან, რომელშიც გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ ქორეოგრაფ კონსტანტინე ფურცელაძესთან. ვულოცავთ, ანა–მარიას პირველ ჟურნალისტურ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას!
|
ტვინების ბრძოლა |
2016-02-04 |

ჩვენი სკოლის VIII კლასის მოსაწავლეები აქტიურად არიან ჩართულები ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა“. ამ შეჯიბრში მთელი საქართველოდან იღებენ გუნდები მონაწილეობას. ჩვენმა მოსწავლეებმა გუნდს „LASET“-ი დაარქვეს. ის ხუთი მოსწავლისგან შედგება. ესენი არიან: თეკლა ზღუდაძე, ელენე ადეიშვილი, ლადო ჯოელი, არჩილ ლაგაზიძე, სანდრო ბადრიძე. არა ერთი მწვავე ბრძოლის შემდეგ მათ წარმატებას მიაღწიეს. საქართველოს მასშტაბით III ადგილზე გავიდნენ, ხოლო თბილისის მასშტაბით II ადგილი დაიკავეს. ვულოცავთ მათ ამ მიღწევას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას.
|
"ევერესტის" ოლიმპიადა |
2016-02-01 |

ჩვენი სკოლა ულოცავს VI კლასის მოსწავლე გიორგი სულაქველიძეს მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტის“ შემოდგომა-ზამთრის სეზონის „ოქროს ათეულში“ მოხვედრას და ფინალურ ტურში საუკეთესო შედეგისთვის „ედუ ჰაუსისგან“ ერთთვიანი ინგლისური ენის სწავლების ვაუჩერით დაჯილდოებას.
ასევე, ვულოცავთ II კლასის მოსწავლე მარია მირაშვილს ამავე ოლიმპიადის შემოდგომა-ზამთრის სეზონის ტურში მოპოვებული წარმატებისათვის III ხარისხის დიპლომით დაჯილდოებას.
მადლობას ვუხდით მარიასა და გიორგის სკოლის საუკეთესო მხრით წარმოჩენისათვის.
|
შეხვედრა კონსერვატორიის სტუდენტებთან |
2016-01-30 |
კიდევ ერთი სასიამოვნო და შემეცნებითი საღამო გაიმართა კონსერვატორიის მუსიკოსებთან ერთად. მათ ბავშვებს გააცნეს ინსტრუმენტები და შეასრულეს ცნობილი ნაწარმოებები.
|
Henkel |
2016-01-29 |

კომპანია "ჰენკელი" სტუმრად სკოლაში.
|
სტუმრად ლია სოზაშვილის ოჯახში. |
2015-12-28 |

აქციის შემდეგ კვლავ ვესტუმრეთ ლია სოზაშვილის მრავალშვილიან ოჯახს,რათა გადაგვეცა საახალწლო ტკბილეული, სათამაშოები, საყოფაცხოვრებო ნივთები და აქციაზე შემოსული თანხა.
|
წინასაშობაო წარმოდგენები |
2015-12-25 |

|
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. |
2015-12-23 |

დიდ მადლობას ვუხდით დღევანდელ აქციაში მონაწილე ყველა ადამიანს.
|
ჰუმანიტარული დახმარება ლია სოზაშვილის ოჯახს |
2015-12-19 |

დღეს ჩვენმა უფროსკლასელებმა ბარმარობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს ქალბატონ ლია სოზაშვილის ოჯახს. 23 დეკემბერს საქველმოქმედო აქციაზე შემოსული თანხით ჩვენი სკოლა შეეცდება ლია სოზაშვილის ხუთ შვილს აუსრულოს საახალწლო სურვილები.
|
საშობაო გამოფენა-გაყიდვა 2015 |
2015-12-18 |

17 დეკემბერს, სკოლის წინ გაიმართა ტრადიციული საშობაო გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა ტრადიციულად მოხმარდება ქველმოქმედებას.
|
|
|
|
Copyright © 2011, Robert Schuman European School. All rights reserved. Developed by
DesignEx