რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი

პროგრამა სენტ-ეგზიუპერი
პროგრამა მარი ბროსე
პროგრამა "მოძღვარი"
პროგრამა "ა-z"

 

ახალი ამბები

ვალერი კოჩაროვი და ჯგუფი "BLITZ" 2014-12-19

dsc09445_190_01

დღეს, ვალერი კოჩაროვი და მისი ბენდი "BLITZ" ასტუმრა სკოლას. მუსიკოსებმა არაჩვეულებრივი წინასაახლაწლო საღამო აჩუქეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
საქველმოქმედო კონცერტი და გამოფენა-გაყიდვა 2014-12-15

969321_537355029659149_574572853_n_190

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში "ანი-Zet"-ის ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი და გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნა მოსწავლეთა ნახატები და მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები. შემოსული თანხა გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახს. 

შეხვედრა ნონა გაფრინდაშვილთან 2014-11-28

dsc00170_190

ჩვენმა მოსწავლეებმა უმასპინძლეს ხუთგზის მსოფლიო და თერთმეტგზის ევროპის ჩემპიონს ჭადრაკში, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს.

სტუმრად ავსტრიაში 2014-11-12

13243890_1341361429225906_7699377329973640771_o_190

"ანი-Zet"-ის IX-XI კლასის მოსწავლეები გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში. ვიზიტის ყოველი დღე, საგაკვეთილო პროცესთან ერთად, მაქსიმალურად იყო გაჯერებული კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ქ. ზალცბურგის გიმნაზიის ხელმზღვანელობამ, მოსწავლეებმა თუ მოსწავლეთა მშობლებმა, გასაოცარი მასპინძლობა გამოიჩინეს.

მოსწავლეებს მიღება მოუწყო ავსტრიაში საქართველოს საელჩომ.გულთბილი მიღებისთვის ანიცეტელები მადლობას უხდიან საქართველოს ელჩს ავსტრიაში, ბატონ პაატა გაფრინდაშვილს. განსაკუთერებული მადლიერების გრძნობით აღსანიშნავია ავსტრიაში საქართველოს დესპანის, ქალბატონ სოფო საყვარელიძის  დამსახურება ავსტრიელებთან კონტაქტის დამყარებასა და ვიზიტის ორგანიზებაში.

 

ექსკურსიები 2014-06-09

11224315_961578930554595_3458494779212987359_n_190

საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე ანიცეტელებმა მოინახულეს: ატენის სიონი, ქვათახევი, სირნაღი, უფლისციხე. იმყოფებოდნენ ძამას ხეობასა და ხევსურეთში.

ბოლო ზარი 2014 2014-05-30

10906075_961120267251416_316344081902391049_n_190გილოცავთ სკოლის დამთავრებას!

Wir lernen Deutsch im Museum 2014-04-30

sany0060_400_01_190

"ანი-Zet"-ის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ პროექტში: "Wir lernen Deutsch im Museum" ("ჩვენ ვსწავლობთ გერმანულს მუზეუმში"). ბავშვებს ცისფერ გალერეაში წარმოდგენილი ნიკო ფიროსმანის ნახატების მიხედვით უნდა შეესრულებინათ სხვადასვა წერითი და ზეპირი დავალება გერმანულ ენაზე. პროექტი მოსწავლეებისთვის შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა.

სააღდგომო ბაზრობა 2014-04-14

10001183_996143500412864_4014416392507186545_o_190

11 აპრილს გაიმართა საქველმოქმედო ბაზრობა. სააღდგომო თემატიკაზე მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების, ნახატების გაყიდვის შედეგად  შემოსული თანხით შეძენილი წიგნები მაღალმთიანი რაიონების სოფლების ბიბლიოთეკებს გადაეგზავნა.

მშობლებთან ერთად 2014-04-11

dsc06247_400_01_190

11 აპრილს გაიმართა ღონისძიება, რომელშიც ანიცეტელები მშობლებთან ერთად მონაწილეობდნენ. შვილები და მშობლები თანასკოლელების წინაშე წარსდგნენ მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომრებით, წაიკითხეს ლექსები, ჩაატარეს ცდები და ფოკუსები, მაყურებლებს ასწავლეს სახალისო ნივთების გაკეთება.საღამო ძალიან ხალისიანი გამოვიდა.

სახალისო მათემატიკა 2014-04-10

dsc06189_400_01_190

10 აპრილს მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა მათემატიკური ვიქტორინა. მეოთხეკლასელების მიერ მომზადებულ სახალისო მათემატიკური ამოცანების ამოხსნას ცდილობდნენ მეხუთეკლასელები. "მათემატიკურმა შეჯიბრმა" მხიარულად ჩაიარა.

4 5 6 7 8
განათლების სამინისტრო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის ბიბლიოთეკის კატალოგი სენტ-ეგზიუპერის ბიბლიოთეკის კატალოგი
Copyright © 2011, Robert Schuman European School. All rights reserved. Developed by DesignEx