რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი

პროგრამა სენტ-ეგზიუპერი
პროგრამა მარი ბროსე
პროგრამა "მოძღვარი"
პროგრამა "ა-z"

 

ახალი ამბები

შემოქმედებითი საღამო 2016-06-02

123458464_800_1

რობერ შუმანის სახლეობის ევროპული სასწავლებელი პროგრამა „მოძღვარი“ 3 ივნისს გიწვევთ  შემოქმედებით საღამოზე.

„ჯადოსნური ღამე“ (მოსამზადებელი, I, II კლასი)  დასაწყისი 1630

„ის დაბრუნდება როცა ერთმანეთს ისევ შევიყვარებთ, როცა შორს ზღვაში ისევ გამოჩნდება იმედი“. (III, IV, V კლასი) დასაწყისი 1930

მის: მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა“

          კუსტბის გზა №1

 

 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო პროექტი 2016-06-01

13346786_1048777318543907_4201876460598393444_n

 

რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი პროგრამა მოძღვარი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით წარმოადგინეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საქველმოქმედო პროექტი. პროექტი იყო ინკლუზიური და თავის თავში მოიცავდა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართულობას. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში განავითარდეს ტოლერანტობის, განსხვავებულობის მიღების და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
აქციის ფარგლებში მოეწყო შემდეგი ღონისძიებები:

• მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; 
• ადაპტირებული სახის მცირე სპექტაკლი „წელიწადის ოთხი დრო“; 
• პერფორმანსი თემაზე „ბუნება, ჩვენი ბუნება!“ 
• ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო სექტორის შემეცნებითი გაკვეთილი - „ბიომრავალფეროვნება“ 
პროექტი ეძღვნებოდა მე-200 საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 25 ბენეფიციალს, რომელთაც შემოსული თანხით შეძენილი საჩუქრები გადაეცათ.

 

 

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2016-03-21

12421834_1224941180867749_440929762_n_800

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს.

what? where? when? 2016-03-16

12324919_804024069731057_52063687_n_800

ინგლისური ენის კათედრის (პედაგოგი ნ.ზარქუა) ინიციატივით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ კონკურსი ორ ეტაპად წარიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს VIII-IX-X კლასის მოსწავლეებმა. ფინალში ერთმანეთს 2 გუნდი დაუპირისპირდა. გამარჯვებული გუნდი დაძაბულ ბრძოლაში 1 ქულის უპირატესობით გამოვლინდა. მას ინტელექტუალური თამაშების სიმბოლო - „ბუ“ და ტკბილი საჩუქრები გადაეცა. წამყვანებმა - ქეთი ახვლედიანმა და იოანე ისაკაძემ- თამაშის მაღალ დონეზე ჩასატარებლად მონაწილეებს შესანიშნავი გარემო შეუქმნეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2016-02-24

12669562_1686128388302326_4940042340400264845_n_400_190

 

24 თბერვალს, საქართველოში პირველად აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

ოლიმპიადა მათემატიკაში 2016-02-20

8b3ff2696d82fff7d8d9eb4b524f0676_400_02_190_01

 

20 თებერვალს II და III კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადის  ტური.

შეხვედრა მწერალთან 2016-02-15

12597115_1426719500688593_150927696_o_400_190

მსოფლიო კითხვის დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამა  "ანი–Zet"-მა საინტერსო სტუმარს უმასპინძლა. ჩვენი მოსწავლეები მწერალ ირაკლი ლომოურს შეხვდნენ. 

პატარა მზარეულები 2016-02-12

13323554_1351028274925888_1599182196722681542_o_190

"ანი–Zet"-ის პირველი კლასი სპეციალურედ მათთვის შექმნილი ქუდებით "სმარტის" სამზარეულოში.

სტუმრად მუზეუმში 2016-02-08

janashia_1_400_190მეორეკლასელები სტუმრობდნენ ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმს, სადაც მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში– "ნიშხა–ნიშხა, ბარბალუკა". ბავშვებმა ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს ქართული მითოლოგიური პერსონაჟების შესახებ. ისინი ხალისით ჩაებნენ პრაქტიკულ მეცადინეობაშიც.

წარმატებული 2016-02-05

13392114_1350943858267663_1738380017732849999_o_190"ანი–Zet"-ის მე–11 კლასის მოსწავლე, ანა–მარია გორბატკოვა თანმშრომლობს გაზეთ "Kaukasische Post"-თან, რომელშიც გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ ქორეოგრაფ კონსტანტინე ფურცელაძესთან. ვულოცავთ, ანა–მარიას პირველ ჟურნალისტურ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას!

1 2 3
განათლების სამინისტრო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის ბიბლიოთეკის კატალოგი სენტ-ეგზიუპერის ბიბლიოთეკის კატალოგი
Copyright © 2011, Robert Schuman European School. All rights reserved. Developed by DesignEx